ბიძინა ივანიშვილი - ვთვლი, რომ 2020 წლის არჩევნებში შედეგი იოლად მისაღწევია

მე ვთვლი, რომ 2020 წლის არჩევნებში შედეგი იოლად მისაღწევია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მთავარი არ არის არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვება.

„ მე ვთვლი, რომ როგორც დავიწყეთ, როგორც ვაკეთებთ და მობილიზაცია როგორიც არის გუნდში და ის ხუთი თვე, რაც გავიარეთ და წლის ბოლომდე და 2020წლის არჩევნებისთვის... მე ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ხიფათი არ აქვს გამარჯვებაში, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი არ არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს და მოიგოს არჩევნები“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე აღნიშნა რომ მნიშვნელოვანი გაცილებით სხვა რამეა და იქვე დასძინა, რომ ქართულ მედიაში მდარე მასალა გადის და საშინელებები იხატება რაც საზოგადოებაზე ცუდად აისახება.

„პრობლემა უფრო ღრმაა, საზოგადოება არ უნდა წავიყვანოთ ცუდი მიმართულებით. თუ მედიაში მსგავსი პროცესები დიდხანს გაგრძელდა, მივიღებთ, ბოდიშის მოხდით, გამოთაყვანებულ საზოგადოებას" - განაცხადა ივანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა