ბიძინა ივანიშვილი - ის დიდი რესურსი, დიდი ძალისხმევა, რაც ისტორიულად გვქონდა ქართველებს, რომ ვიზრუნოთ სამშობლოზე, დღეს ცოტა შესუსტებულია

სულისკვეთებამ, რაც 1989 წლის 9 აპრილს იყო, როდესაც ერთად მომართული ქართველები სამშობლოსთვის ვიბრძოდით, ამან ვიზალიბერალიზაციის ფონზე, ცოტა ხიბლი დაკარგა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამშობლოზე ზრუნვის ძალისხმევა დღეს მოქალაქეებში შესუსტებულია.

„ის სულისკვეთება, რაც 1989 წლის 9 აპრილს იყო, როდესაც ერთად მომართული ქართველები სამშობლოსთვის ვიბრძოდით და ეს არ იყო ჩვენთვის პირველი, ამან ცოტა ხიბლი დაკარგა ვიზალიბერალიზაციის და იმ ფონზე, როდესაც ევროპა კარგად დავინახეთ. როდესაც გარე მტერს ახსენებთ, გაცილებით უფრო რთულადაა სიტუაცია დღეს, ვიდრე იყო მაშინ. ჩვენები აბსოლუტური ძალდატანების გარეშე თავისითვე იბრძვიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები გახდნენ. ის დიდი რესურსი, ის დიდი ემოცია, ის დიდი ძალისხმევა, რაც ისტორიულად გვქონდა ქართველებს, რომ ვიზრუნოთ სამშობლოზე, დღეს ცოტა შესუსტებულია და მეტი სიფრთხილე გვმართებს,“ - განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა