მაიკ პომპეოს განცხადებით, გოლანის მაღლობებისა და ყირიმის სიტუაციების შედარება არ შეიძლება

აშშ შეუძლებლად მიიჩნევს გოლანის მაღლობებისა და ყირიმის სიტუაციების შედარებას, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„არ არსებობს უფრო განსხვავებული სიტუაციები, ვიდრე გოლანის მაღლობები და რუსეთის მიერ ყირიმის შეერთება. ისრაელი გოლანის მაღლობებზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც თავდასხმის ობიექტი გახდა. ისრაელი თავს იცავდა, ისრაელში ინტერვენციის საფრთხე არასებობდა. ისრაელი იძულებული იყო გოლანის მაღლობები დაეკავებინა, რათა სირიისგან თავის დაცვა განეგრძო“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთი, პირიქით, არავისგან იცავდა თავს და იმ ხალხის ტერიტორია დაიპყრო, რომელიც მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა“.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს ბენიამინ ნეთანიაჰუს თანდასწრებით თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა