მინისტრის მოადგილე მეფუტკრეების მიერ აკრძალული ანტიბიოტიკების გამოყენებაზე - ამ საკითხის კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას არ შეესაბამება

ჩვენი ვალდებულებაა ინფორმირება მოვახდინოთ ფერმერების თუ რა ტიპის ანტიბიოტიკების გამოყენებაა დაშვებული ან აკრძალული, შემდეგ უკვე ფერმერები არიან პასუხისმგებელნი საკუთარ გადაწყვეტილებაზე,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ფლობს თუ არა სამინისტრო ინფორმაციას ბაზარზე არსებული აკრძალული ანტიბიოტიკების გამოყენების ან მარაგების შესახებ, წილოსანი აცხადებს, რომ ამ საკითხის კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციას არ შეესაბამება და თავად ფერმერები არიან პასუხისმგებელნი, რომ აკრძალული ანტიბიოტიკების გამოყენება არ მოხდეს.

„ჩვენი ვალდებულებაა ინფორმირება მოვახდინოთ ფერმერების, თუ რა ტიპის ანტიბიოტიკების გამოყენებაა დაშვებული ან აკრძალული, შემდეგ უკვე ფერმერები არიან პასუხისმგებელნი საკუთარ გადაწყვეტილებაზე, თუკი მათ იციან, რომ აკრძალული ანტიობიოტიკებს იყენებენ და შეგნებულად უშვებენ შეცდომას, პასუხისმგებლობაც მათ მხარესაა იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი პროდუქტის კონკურენტუნარიანობას საფრთხეს უქმნიან“, - განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აიკრძალა ფუტკრის დაავადებების სამკურნალო ანტიბიოტიკები — „ნოზემატისა“ და „ნოზემაციდის“ ქვეყანაში შემოტანა, რამდენადაც აღნიშნული პრეპარატების გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია და ანტიბიოტიკებით დაბინძურებული თაფლის ექსპორტი ვერ ხორციელდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ბიზნესის ინტერესების დაცვის არგუმენტით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უკვე შემოტანილი და რეალიზაციაში გაშვებული მავნე პრეპარატის ამოღება არ მომხდარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო