რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სტამბოლში მერის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო, არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„თუ ისეთ ქალაქში, როგორიც სტამბოლია, სადაც 11 მილიონი ამომრჩეველი ცხოვრობს, ხმებს შორის სხვაობა 30 ათასს შეადგენს, ხოლო გასაჩივრების შემდეგ ეს სხვაობა 13 ათასამდე შემცირდა, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ყველა ეჭვი უნდა გაქრეს. ამ სიტუაციამ შესაძლოა, არჩევნების შედეგების გაუქმებაც კი გამოიწვიოს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის კანდიდატმა იმამოგლუმ სტამბოლის მერის არჩევნებზე გამარჯვება გამოაცხადა. მისი კონკურენტი მმართველი პარტიის კანდიდატი ბინალი ილდირიმი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო