რომან გოცირიძე ივანიშვილის ინტერვიუზე - ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ყველამ ზურგი აქცია

კაცი, რომელმაც დაკარგა რეალობის შეგრძნება - ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში და ქვეყნის პრობლემა ბესელია-გედი-ჟორჟოლიან-ნაცვლიშვილ-ივანიშვილის დონეზე დაიყვანა, - ასე ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ივანიშვილმა თითქმის ორი საათის განმავლობაში ოთხჯერ ახსენა ”კაპიტანი გიგაური”, ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე და არცერთხელ - რუსეთი". ისინი, ვისაც გუშინ აიდიალებდა - მაღრაძე, ხუხაშვილი და სხვა საყვარელი ადამიანები , დღეს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ შემოგზავნილები არიან. აღმერთებს მურუსიძეს და ფრიად აფასებს ვინმე ზარდიაშვილის ტვინის ხვეულებს. ხალხს თურმე მოლანდებები დასჩემდა-ისე ცუდად არ ცხოვრობენ ადამიანები, როგორც ეჩვენებათ. როგორც სჩვევია, ყველაფერი წამოცდენებით დაფქვა. მაგალითად, ანაკლიის პროექტი არ ყოფილა მიმზიდველი და მოგება თურმე 30-40 წლის შემდეგ შეიძლება მიიღოს. ამას რომ ინვესტორს ეტყვი, ვინ უნდა მოჰკიდოს ამ პროექტს ხელი. შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს, რომელსაც ყველამ ზურგი აქცია(ძმებმა „გრეჩიხებმაც“ კი) და რომელიც პოეტ თალაკვაძის, ჩაის მიმტან ზარდიაშვილის და ტვინისკოლოფა დეპუტატ კალისტრატე, იგივე კარლო კოპალიანის იმედად დარჩა. კიდევ ბევრი თვალმარგალიტი იყო. იმედგაცრუებული ვარ, მაინცდამაინც „ლივერპულის“ და „სიტის“ თამაშს რატომ დაამთხვიეს, ჩანაწერი იყო, ცოცხალი კი არა",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით
ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით
"დიჯიტალ ტვ" საიუბილეო აქციას იწყებს
„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა