კახა კალაძე - ბიბლიოთეკებში მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს

ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკებში, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიბლიოთეკებთან დაკავშირებულ რეფორმაზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, მერია იწყებს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ბიბლიოთეკების მედიათეკებში გადატანას მოიცავს.

„დღეს რაც ხდება ბიბლიოთეკებში ძალიან ცუდია და არ არის კარგი სიტუაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ადამიანს ელემენტარულად არანაირი სურვილი არ გაუჩნდება იქ მივიდეს და წიგნი წაიკითხოს. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხდებოდა ადამიანების გაშვება. მე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მინდა მივმართო ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს - არავინ არსად არ გიშვებთ! თქვენ ხართ ჩვენი თანამშრომლები და გააგრძელებთ მუშაობას, ოღონდ უფრო კარგ და სუფთა გარემოში“, - განაცხადა კახა კალაძემ და რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სოფო ხუნწარიას სთხოვა.

მერის მოადგილემ კი თავის მხრივ დასძინა, რომ ამ კვირაში რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდება.

„ა(ა)იპ მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებში უნდა მოხდეს ბიბლიოთეკების ადაპტირება, სადაც უკვე გაერთიანებულია სამი მედიათეკა, ანუ ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს ერთ სტრუქტურად. თქვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, არ იგეგმება თანამშრომლების გაშვება და ყველა ის ბიბლიოთეკარი, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ჩვენთან თანამშრომლობა გააგრძელოს, ბუნებრივია, თავიანთ სამუშაო ადგილებზე გააგრძელებენ მუშაობას. აქვე მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ოპონენტებს, რადგან ხშირად ჩვენზე საუბრობენ ხოლმე, რომ ვაპირებთ ბიბლიოთეკების ნგრევას, რაც, რა თქმა უნდა, სისულელე და არასწორი ინფორმაციაა. მინდა გითხრათ, რომ ორი ახალი ბიბლიოთეკა შემოემატება თბილისს. ეს არის ვარკეთილში და დიდ დიღომში. ამ მიმართულებით პროექტირება დასრულებულია და მულტიფუნქციურ შენობებში ორი ახალი ტიპის, სრულიად ადაპტირებული ბიბლიოთეკები გაჩნდება. ვფიქრობ ჩვენი რეფორმა ძალიან წარმატებით დასრულდება. მთავარია ჩვენი ბიბლიოთეკარების თანადგომა და ჩვენ ერთად უნდა გავზარდოით მკითხველთა რაოდენობა“, - განაცხადა სოფო ხუნწარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს