დავით უსუფაშვილი - კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“

კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე, - ასე ეხმაურება „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის კრიტიკას.

როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს „ლოცვა ან შელოცვა“ სჭირდება.

„აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა. 30 წლისთავს ამ პოლიტიკური სტანდარტით, ამ მორალური ღირებულებებით და ამ სახელმწიფოებრივი მასშტაბით შევხვდით. 30 წელი ამისთვის გვიწვალია ყველას, მათ შორის თავად ივანიშვილსაც. შეუძლებელია, ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ გვეუფლებოდეს...

გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი. ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში?

პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე.

ამასობაში, ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, ის „ყოფს“ ჩემი მეშვეობითო. გუშინაც „ის“ მძლავრობდა. ამიტომ, არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. გადასაწყვეტია, ლოცვა თუ შელოცვა“, - აცხადებს უსუფაშვილი.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა