შალვა შავგულიძე - ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება თქვენი მცდელობა!

ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის, სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. შალვა შავგულიძის თქმით, მოსამართლეების გარდა, ივანიშვილის განცხადების კიდევ ერთი მიზეზი მისი, როგორც საარჩევნო კანდიდატის დისკრედიტაციაა.

„ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, რომ ამისათვის, სიცრუეს და ცილისწამებას არ ერიდება. კიდევ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას ივანიშვილის ამგვარი საქციელი. როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატების“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარალამენტო არჩევნებში და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ბატონო ბიძინა, ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება თქვენი ეს მცდელობა,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, გირგვლიანის საქმის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო