თამარ ჩუგოშვილი - მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რაც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ აქვს

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტრასბურგში ვიზიტი და ევროსაბჭოს ყველა თანამდებობის პირთან შეხვედრა ძალიან წარმატებული იქნება, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს აქცენტებს გააკეთებს იმ 20-წლიან პროგრესზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ აქვს.

„ევროპის საბჭოს წევრობის 20 წელს აღვნიშნავთ. სწორედ, ამას ეძღვნება ვიზიტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლა. იქნება მიღწევებზე საუბარი, იმაზე თუ როგორ შეასრულა 20 წლის წინ აღებული ვალდებულებები საქართველომ, რა პროგრესი გვაქვს და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ბუნებრივია, როდესაც გამოწვევებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ვსაუბრობთ რუსეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჰუმანიტარულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეგიონებშია. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდგომ, საკმაოდ საინტერესო დებატები გაიმართება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა