„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა „შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილების შესახებ პეტიციის შეგროვება დაიწყეს

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა „შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილების შესახებ პეტიციის შეგროვება დაიწყეს.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე „სოლიდარობის ქსელის" წარმომადგენლმა ნენო ჩარკვიანმა განაცხადა, ამ პეტიციით მთავრობის წევრებს დაანახებენ, თუ რამდენად ბევრი ადამიანი უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს.

„ხელმოწერებს ვაგროვებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ მთავრობას ამ განხილვებზე, რომ რეალურად ბევრი ადამიანი უჭერს ამ ცვლილებებს მხარს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, იმ დასაქმებულების უფლებებისთვის ვიბრძოლოთ, რომლებსაც რეალურად დროც კი არ აქვთ ფიქრისთვის. შრომის კოდექსში ერთი კანონი 40- საათიან სამუშაო კვირას გვიწესებს, მაგრამ მეორე ასევე კანონი გვეუბნება, რომ თითქმის ყველა სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს სპეციფიური და იქ შეიძლება არსებობდეს 48 საათიანი სამუშაო კვირა. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის ინსპექციას დღემდე არ აქვს შრომის უფლებების შემოწმების მანდატი, დღემდე, ჩვენი მთავრობა ელოდება ევროკავშირის შემდეგ დადგენილ ვადას და ეს დაახლოებით იგულისხმება, რომ იქნება 2020-2021 წელი, ჩვენ დღემდე გვაქვს შემთხვევები და ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანები, არათუ 48-ს, არამედ 60-80 და მეტი დრო მუშაობენ", - განაცხადა ნენე ჩარკვიანმა.

„სოლიდარობის ქსელის“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რევაზ კარანაძემ კი აღნიშნა, რომ მათთვის, ვინც ღამის საათებში მუშაობს, საჭიროა დაწესდეს დამატებითი ანაზღაურება, ვინაიდან ღამით მუშაობას თავისი სპეციფიკა გააჩნია.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს დასაქმებულების საათების რაოდენობა და აუცილებელია გადახედვა იმ სამთავრობო ბრძანების, რომელიც თითქმის ყველა მომსახურების სფეროს აერთიანებს, როგორიცაა, თუნდაც ვაჭრობა და მედიცინა.

„რაც შეეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ განმარტებას, თუ რამდენი უნდა იყოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზეგანაკვეთური ანაზღაურებაც ერთხელ და სამუდამოდ განისაზღვროს. ასევე კვირაში ერთი 24- საათიანი დღე მაინც ჰქონდეთ ამ ადამიანებს დასვენების საშუალება. ასევე, ღამის საათებში მუშაობა თავისთავად არის სპეციფიური და უნდა იყოს ანაზღაურებული სპეციფიურად“, - აღნიშნა რევაზ კარანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა