შალვა შავგულიძე - გირგვლიანის საქმეზე  დაზარალებულის ინტერესების დაცვის ჩვენ მიერ არჩეული ტაქტიკის სისწორე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დადასტურებული

გირგვლიანის საქმეზე დაზარალებულის ინტერესების დაცვის ჩვენ მიერ არჩეული ტაქტიკის სისწორე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა შალვა შავგულიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. შავგულიძის განმარტებით, ამ საქმეზე ევროსასამართლოსადმი საჩივარში დაცვის მხარემ დაასაბუთა, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს სააპელაციო სასამართლო არაეფექტური იყო მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

„ევროპის სასამართლოსადმი ჩვენი საჩივრის 14.29 პუნქტში ჩვენ ავხსენით, თუ რატომ არ გავასაჩივრეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო ინსტანციაში. დავასაბუთეთ, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არაეფექტური იყო მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისა და დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვისათვის. ევროპის სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, დასაშვებად სცნო ჩვენი საჩივარი და არსებიტად განიხილა იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის სასამართლო კონვენციის 35.1 მუხლის შესაბამისად, დაუშვებლად სცნობდა ჩვენს საჩივარს მომჩივნის მიერ ყველა შიდასახელწმიფოებრივი ეფექტური საშუალების ამოწურვის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო. გირგვლიანის საქმეზე დაზარალებულის ინტერესების დაცვის ჩვენ მიერ არჩეული ტაქტიკის სისწორე ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არის დადასტურებული,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისივე თქმით, მაშინ მოსამართლე ლევან მურუსიძეს შეეძლო, რომ საკასაციო საჩივარი დაეკმაყოფილებინა და საქმე ხელახალ სასამართლო განხილვაში დაებრუნებინა.

„საკასაციო ინსტანციის წინაშე ჩვენ დავაყენეთ ერთადერთი მოთხოვნა - მოცემულ საქმეზე წინასწარი გამოძიების და ქვემდგომ ინსტანციებში სასამართლო განხილვების არასრულად, ცალმხრივად და არაობიექტურად ჩატარების გამო, საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაბრუნებულიყო სააპელაციო ინსტანციაში.

ჩვენ რომ საკასაციო ინსტანციის წინაშე არასწორი მოთხოვნა გვქონოდა დაყენებული, რომლის დაკმაყოფილებაც საკასაციო საჩივრით შეუძლებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა ევროპის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა ჩვენ ხარვეზსა თუ შეცდომაზე და „საქართველოს სასამართლოებს“, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად, არ გაამტყუნებდა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-2 მუხლის, სიცოცხლის უფლების დარღვევაში მისი პროცედურული ასპექტის თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ინსტანციებმა, რომელთა უმაღლესი რგოლი საკასაციო ინსტანციაა, ადამიანის სიცოცხლის მოსპობის საქმე არასრულფასოვნად და არაჯეროვნად განიხილეს,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებით, გირგვლიანის საქმის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს დაავიწყდა სააპელაციო სასამართლოში გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამნაშავეების სასჯელთან დაკავშირებით. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, საქმის ადვოკატის შალვა შავგულიძის მიერ იმ დროს დაშვებული შეცდომა მან გამოუცდელობას მიაწერა, თუმცა დღეს ეს გადააფასა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს