ბექა ნაცვლიშვილი - კარგი იქნება, თუ რომან კაკულია უმრავლესობიდან წავა, ასეთი ადამიანების გასვლა უმრავლესობას უფრო დააფიქრებს

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, რომან კაკულიას პირადად მისთვისაც არაერთხელ უთქვამს, რომ გუნდი შესაძლოა დაეტოვებინა.

„მე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს რომან კაკულიასთან. პირადად ჩემთანაც უთქვამს რამდენჯერმე, თუმცა საჯაროდაც რომ განაცხადა, ეს პირველად გავიგე. ძალიან კარგი იქნება თუ წავა, იმიტომ რომ რომანი არის ძალიან კარგი პოლიტიკოსი, ძალიან სწორი აქცენტებით. ამიტომ მე მგონი, ასეთი ადამიანების წამოსვლა გუნდიდან კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს მთავრობას და უმრავლესობას, რომ ასე გაგრძელება ამ ყველაფრის არ შეიძლება," - განუცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, „დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, გუნდში მის თავს ვერ ხედავს“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში“ „360 გრადუსი“ განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა