ერთ-ერთი დაზარალებული მენაშენე - მაია რჩეულიშვილისთვის 7-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, ეს მას საშუალებას მისცემს, უკეთ დაფიქრდეს

მაია რჩეულიშვილისთვის შეფარდებული 7-წლიანი სასჯელი ადეკვატურია, ეს მას საშუალებას მისცემს, უკეთ დაფიქრდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - ასე გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტებთან ერთ-ერთი დაზარალებული მენაშენე ნინო მანველიძე.

როგორც ის აღნიშნავს, დაზარალებულებს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი ჰქონდათ.

„რა თქმა უნდა, გამამტყუნებელ განაჩენს ველოდით. ვფიქრობ,მაია რჩეულიშვილისთვის 4 წელი საკმარისი მოტივაცია არ იყო იმისთვის, რომ ჯეროვნად დაფიქრებულიყო. სწორედ, ამიტომ, ვფიქრობ, 7 წლიანი სასჯელი ადეკვატურია, ეს მას საშუალებას მისცემს, უკეთ დაფიქრდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. რეალურად, შემოუშვას ინვესტორი და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. ასევე, რეალურად აქტიურად ჩაერიოს სახელმწიფო საკითხში, რომ დაზარალებულების დაკმაყოფილება მოხდეს", - განაცხადა მანველიძემ.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა