ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილი ვერასდროს დაგვარწმუნებს იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჯალათური რეჟიმის შემოქმედნი, ახლა არიან მსხვერპლნი

ბიძინა ივანიშვილი ვერასდროს დაგვარწმუნებს იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჯალათური რეჟიმის შემოქმედნი, ახლა არიან მსხვერპლნი, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს ინტერვიუს.

ბესელიას შეფასებით, გუშინდელი ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილი უხერხულ მდგომარეობაში იყო და ეს მისი არაგულწრფელობიდან გამომდინარეობდა.

„ინტერვიუს დროს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ბიძინა ივანიშვილი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ჩვენი წასვლის მიზეზებს, არ მახსოვს.

არ შეიძლება მას არ ახსოვდეს ის პროტესტი, რომელიც ჯერ კიდევ მის პოლიტიკაში მოსვლამდე გვქონდა, თუ რა თქმა უნდა თვალს ადევნებდა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას იმ მოსამართლეების ქმედების გამო, რომლებიც სწორედაც ძალადობის მსახურები იყვნენ და არა მსხვერპლნი, როგორც ბიძინა ივანიშვილი თავად უწოდებს მათ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ბრძოლა არ დაწყებულა არც შარშან და არც შარშანწინ და არც გუშინ. მე 20 წელია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვი. ჩემი პოლიტიკური და სხვების პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით უფრო დიდია ვიდრე, სამწუხაროდ მისი აღმოჩნდა.

მე მგონია, მან თავად გასცა პასუხი კითხვებს, თუ რატომ წავედით ჩვენ პარტიიდან, რომელიც მასთან ერთად დავაფუძნეთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ივანიშვილი მათ ვერასდროს დაარწმუნებს იმაში, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჯალათური რეჟიმის შემოქმედნი, ახლა არიან მსხვერპლნი.

„ვერც მე, ვერც ლევან გოგიჩაიშვილი, ვერც კვაჭანტირაძე და ფოფხაძე ვერ შევეგუებით ამას. ეს არის მთავარი წყალგამყოფი, მეც და ჩემი მეგობრებიც ჩვენს იდეალებთან დავრჩით, თუმცა სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა აირჩია დამდგარიყო იმ ადამიანების გვერდით, ვისაც არ აქვს საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობა და ის გუშინ ამართლებდა ამ ადამიანებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო