მაია რჩეულიშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

არ მგონია, მოსამართლემ განაჩენში ისეთი მოტივაცია მიუთითოს, რომელიც მაია რჩეულიშვილის ბრალეულობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, რჩეულიშვილის მიმართ შეფარდებული გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი არ არის.

„მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, იმის გამო, რომ საქმის დამთავრება ფორსირებულად მოხდა, პრინციპში, ველოდი. ბრალდებულს საბოლოო სიტყვის უფლება არ მიეცა, მას მხოლოდ გუშინწინ გაეგზავნა საქმის მასალები და არ მიეცა გონივრული ვადა, საბოლოო სიტყვისთვის მომზადებულიყო. რაც შეეხება გადაწყვეტილების კანონიერებას, არ ვეთანხმები. არ მგონია, მოსამართლემ ისეთი მოტივაცია მიუთითოს განაჩენში, რომელიც მაია რჩეულიშვილის ბრალეულობაზე მიუთითებს", - განაცხადა ვათიაშვილმა.

ის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ. ნაღდობის ხელშეკრულების პირობები ნამდვილად დაირღვა და დღესაც არ არის ობიექტი აშენებული, მაგრამ ეს იმას არ მიუთითებს, რომ მაია რჩეულიშვილი ამ თანხებს დაეუფლა და მიითვისა", - განაცხადა ვათიაშვილმა.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა