სოფო ხუნწარიას განცხადებით, რას ემსახურება თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ამოყირავებული მანქანების ინსტალაცია, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე, ბოძებზე შემდგარი, ამოყირავებული მანქანების დამონტაჟების საკითხი თბილისის მერიასთან შეთანხმებული იყო.

როგორც დასმული კითხვის საპასუხოდ მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ერთ-ერთი კომპანიის ინსტალაციაა და რას ემსახურება, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ბუნებრივია, ქალაქ თბილისის მერიასთან ყველა მსგავსი აქტივობა არის შეთანხმებული. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის მიერ განხორციელებული ინსტალაციები და თუ რას ემსახურება ის, რამდენიმე დღეში თავად ამ კომპანიისგან გახდება ცნობილი“, - განაცხადა ხუნწარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა