თამარ ხულორდავა - ის, რომ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები ღია კარის მტვრევა იყო, ეს მეც ვთქვი პარლამენტის ტრიბუნიდან

ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები ღია კარის მტვრევა იყო, ეს მეც ვთქვი პარლამენტის ტრიბუნიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ განუცხადა.

ხულორდავა ასევე ამბობს, რომ მიზეზი, რაც “ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა წასვლასთან დაკავშირებით დაასახელეს, რეალური მიზეზი არ იყო.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის პოზიცია სცდებოდა იმ ოთხ ადამიანს, ვისზეც არის საუბარი. გაცილებით მეტი ადამიანი იყო, ვისაც ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა. საქართველოს პარლამენტის ძალიან სწორი პოზიცია იყო, რომ საკითხის განხილვა შეწყდა, ყველანი კონსტრუქციულ პროცესში ჩავერთეთ, ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც შედეგად უკეთესი უზენაესი სასამართლო უნდა მოგვცეს“, - განუცხადა ჟუერნალისტებს თამარ ხულორდავამ.

პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის აზრით, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ზვიად კვაჭანტირაძეს მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ და ისინი ღია კარის მტვრევით წავიდნენ.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა, “ამ ადამიანებს გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რადგან მათ წასვლის საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ“.

“ჩემი აზრით, მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ. ზოგადად, როდესაც პოლიტიკოსს არ აქვს კარგი საფუძველი იმისა, რომ საკუთარი გუნდი დატოვოს, მას ძალიან გაუჭირდება პოლიტიკური პერსპექტივის შექმნა. ამ მხრივ, მე მათ გზა დავულოცე და დღესაც ასევე გავიხსენებდი ჩემს თანაგუნდელებს, თუმცა მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რამეთუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი. საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებდნენ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო