პროკურატურასთან, სადაც მოქალაქემ თავის დაწვა სცადა, სახანძრო, საპატრულო და სამედიცინო დამხარების ბრიგადებია მობილიზებული

მთავარ პროკურატურასთან, სადაც ცოტა ხნის წინ მოქალაქემ თავის დაწვა სცადა, სახანძრო, საპატრულო და სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მამაკაცი, რომელმაც ბენზინი გადაისხა, მათი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კომენტარს ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ გააკეთებს.

ინციდენტის შემდეგ, აღნიშნული პირის ადვოკატსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, ვითარება განიმუხტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო