მესტიაში სპეცოპერაციისას მოკლული ომეხ აფრასიძის დედა მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებს

2004 წელს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, სპეცოპერაციის დროს დაღუპული ევგენი აფრასიძის მეუღლე და ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებს. დოდო აფრასიძე შიმშილობის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრს მიმართავს და აფრასიძეების საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, დოდო აფრასიძემ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროკურატურის მიერ მიცემული პირობა არ შესრულდა და საქმეზე დაწყებული ხელახალი ძიებისას, რაიმე შედეგი ჯერ კიდევ არ დამდგარა. ადვოკატი ეჭვობს, რომ 24 აპრილს საქმეს ხანდაზმულობის ვადა გაუვა და ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი იქნება რაიმე სახის ჭეშმარიტების დადგენა.

„დოდო აფრასიძე ხვალ აპირებს, რომ მიმართოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და მთავრობის ადმინისტრაციის მისაღებში დაიწყოს შიმშილობა. მართალია ის დაზარალებულად ცნო პროკურატურამ, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ არ ვიცით არანაირი შედეგი. თუ ის დაზარალებულია, შესაბამისად ხომ უნდა არსებობდეს დამზარალებელი. პროკურატურაში რომ გვქონდა შეხვედრა, დაგვპირდნენ 2 თვეში გახდებოდა ცნობილი რა სახის შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა საგამოძიებო ორგანო. ამის შემდეგ კი დოდო აფრასიძის ზარებსაც კი აღარ პასუხობენ“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატი ასევე მიმართავს სახალხო დამცველს დაინტერესდეს აფრასიძეების საქმის მიმდინარეობით.

2004 წლის 24 მარტს, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების თანამშრომლების მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის