ბექა ნაცვლიშვილი - ბრალდებები, რომელიც ივანიშვილის მხრიდან მისი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მოვისმე, არ ვიზიარებ

ცალსახად შემიძლია გითხართ, რომ ბრალდებები, რომელიც გუშინ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მოვისმე, არ ვიზიარებ. არა მგონია, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე რამენაირად “ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

“მახსოვს ხუთი ადამიანი, ვინც ამბობდა, რომ ამ ფორმითა და შემადგენლობით პარლამენტში შემოტანილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია მიუღებელი იყო. მე ამას ღია კარის მტვრევას ვერ დავარქმევ - იყო საგანგაშო ვითარება და საგანგაშო ვითარებაში ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, მე და როგორც მახსოვს, ასევე ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განვაცხადეთ“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

გუშინ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში რამდენიმე დეპუტატის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც პრინციპულმა დეპუტატებმა სიაში ზარდიაშვილი ნახეს, რატომ არ განაცხადეს, ამ სიაში არ შემოვალთო?! - დღეს ისინი “ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დეპუტატების პრინციპულობაში ეჭვი ეპარება, ვინაიდან მათ ზარდიაშვილი მხოლოდ ახლა გაახსენდათ, მაშინ როდესაც შეეძლოთ, რომ სიის ნახვის შემდგომ მასთან ერთად სიაში ჩაწერაზე უარი განეცხადებინათ.

ასევე, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ზვიად კვაჭანტირაძეს მმართველი გუნდიდან წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ და ისინი ღია კარის მტვრევით წავიდნენ. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, “ამ ადამიანებს პოლიტიკური მომავლის შექმნა გაუჭირდებათ, რადგან მათ წასვლის საკმარისი საფუძველი არ ჰქონდათ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო