„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა  ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი

„ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორდღიან მედიატურს უმასპინძლა.

მედიატური „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ ინიციატივით 6-7 აპრილს გაიმართა. სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილები - წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით პრომეთეს მღვიმე, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს.

„სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო „პრომეთემ“, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო „ჯორჯიან ბასმა“ უახლესი ავტობუსით“, - განაცხადა „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ბიბილაშვილმა.

მისივე თქმით, მედიატურის მიზანი იყო პრესის წარმომადგენლები ახლოს გაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.

„მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე მე-8 - მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით, შესაბამისად, ჩვენ დიდი სიამაყით წარვსდექით ჟიურისა და შემფასებლების წინაშე. დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის და ენდოკრინულ დაავადებებს.

მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები.

ასევე გვაქვს წონის კორექციის კურსიც, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და ჩვენი კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვემაყება აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, - აცხადებს სალომე ბიბილაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს