უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, როდის დაიწყება მაია რჩეულიშვილისთვის შეფარდებული 7 წლის ათვლა

უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე“ მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილისთვის შეფარდებული 7 წლის ათვლა როდის დაიწყება.

როგორც საქმის პროკურორი, დავით გუმბერიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მას შემდეგ, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციას მოივლის, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, დღეს შეფარდებული სასჯელი სხვა ეპიზოდზე რჩეულიშვილისთვის მისჯილ 4 წელს, საიდანაც მას 3 წელი უკვე მოხდილი აქვს, შთანთქავს თუ არა.

„მას შემდეგ, რაც საქმე ყველა ინსტანციას მოივლის, უზენაესი სასამართლო იმსჯელებს ის შთანთქმის პრინციპს გამოიყენებს, თუ მაია რჩეულიშვილს პირდაპირ 7 წელს დაუნიშნავს.

იქიდან გამომდინარე, რომ 2014-2016 წლებში ჩადენილი ეპიზოდია, სასამართლოს შეუძლია 7 წლიანი სასჯელი პირდაპირ დღევანდელი დღიდან, 10 აპრილიდან ათვალოს, ან შთანთქმა გამოიყენოს“, - განაცხადა გუმბერიძემ.

ცნობისთვის, "ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ქეთევან ჟორდანიას კი, 5 წლით პირობითი მსჯავრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო