გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებზე, რომელიც დოჰაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის პარალელურად იმართება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, 3 წლის ვადით აირჩიეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ასოციაციის მმართველ ორგანოში ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.

მათივე ინფორმაციით, ასოციაცია 180 მდე ქვეყნის პარლამენტის 300-ზე მეტ წევრს აერთიანებს. აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც სულ 11 წევრია გაერთიანებული, განსაზღვრავს ასოციაციის დღის წესრიგს, განიხილავს შემოთავაზებული საკითხების მიზანშეწონილობას, ამტკიცებს ასოციაციის წლიურ ბიუჯეტს და იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა