„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ ბათუმში ნაპოვნ 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ ბათუმის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნაპოვნ 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან“ აცნობეს, გარდა სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებისა, ეპარქიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ამ დასკვნის გამამყარებელი არქეოლოგიური ანალიზის დოკუმენტაცია და უცნობია კონკრეტულად რა ჯგუფებმა იმუშავეს გათხრებსა და ნაშთების შესწავლაზე.

„2019 წლის 5 აპრილს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ მან ბათუმთან, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე 1930-იან წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი იპოვნა. დაანონსებულია მათი იმავე ადგილას დაკრძალვა 21 აპრილს. ამ დრომდე (როცა გათხრების დაწყების მომენტიდან რამდენიმე წელია გასული) გარდა სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებისა, ეპარქიას არ გაუვრცელებია ამ დასკვნის გამამყარებელი არქეოლოგიური ანალიზის დოკუმენტაცია, სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მასალები და საერთო დასკვნები. ასევე უცნობია კონკრეტულად რა ჯგუფებმა იმუშავეს გათხრებსა და ნაშთების შესწავლაზე.

რადგან მსგავსი მასალები აქამდე არ გამოჩენილა, მოქალაქეებს და საკითხით დაინტერესებულ პირებსა თუ კვლევით ორგანიზაციებს მხოლოდ მედიაში გავრცელებული მასალებით შეგვიძლია მსჯელობა. თავს იჩენს კითხვები (ნეშტებზე არსებული სხვადასხვა ტიპის დაზიანებები, აღმოჩენილი ნივთების რაობა და ა.შ. რაც ვიზუალური დაკვირვებით განსხვავდება მასობრივი დახვრეტის სურათისაგან და დასახელებული პერიოდისაგან), რომლებიც საფუძვლიან და სანდო პასუხებს საჭიროებენ, რომ საზოგადოებამ და სამეცნიერო წრეებმა დაზუსტებით იცოდნენ, თუ რა ნაშთებთან გვაქვს საქმე და რამდენად სწორია გავრცელებული დასკვნა“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ სახელმწიფო ორგანოებსა და ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლებს მიმართავენ, რომ უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს ისარგებლონ ამ ინფორმაციით.

„მივმართავთ სახელმწიფო ორგანოებს და ეპარქიის წარმომადგენლებს: უზრუნველყონ მასალების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა, რაც დაასაბუთებს დასკვნას და ასევე საშუალებას მისცემს მკვლევრებს ისარგებლონ ამ ინფორმაციით. თუკი ანთროპოლოგიური და კრიმინასლისტიკური ექსპერტიზა და კვლევა არ ჩატარებულა, საშუალება მიეცეს საექსპერტო ჯგუფებს შეისწავლონ ნაშთები. თუკი ეს საბჭოთა პერიოდის მსხვერპლთა ნაშთებია, სახელმწიფომ უნდა მისცეს ამ ფაქტს სამართლებრივი ჩარჩო - აღძრას საქმე, ჩაატაროს გამოძიება დადგენილი წესით და უზრუნველყოს პროცესის დოკუმენტირება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, მტკიცება - რომ ეს 1937-1938 წლების საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა საერთო სამარხებია, ნაადრევი და დაუსაბუთებელია“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს