სოფიო ხორგუანი პრემიერს მიმართავს, 9 აპრილს დაღუპულებს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს

პარლამენტის წევრობის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა სოფიო ხორგუანმა პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ინიციატივით მიმართა, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ადამიანებისთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებას შეეხება.

სოფიო ხორგუანის თქმით, 30 წლის შემდეგ, მთელი ერი ერთსულოვნად უხდის მადლობას იმ ადამიანებს, ვინც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაიღო. თუმცა, თავისუფლების უსაზღვრო სურვილის, გამბედაობის, თავგანწირვის, თანადგომის ასეთი მაგალითი სათანადოდ არ გვაქვს დაფასებული.

,,როცა ამ ადამიანებს მიენიჭებათ ეროვნული გმირის წოდება, მაშინ ნამდვილად შესაძლებელი იქნება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ახალ თაობებს იმ მოვლენების შესახებ, რაც იყო და ამ ადამიანების შესახებ. ქვეყნები, სახელმწიფოები, ვისაც ასეთი ისტორიები არა აქვთ, იგონებენ ამ ისტორიებს, ლეგენდებს თხზავენ, რომ ასეთ მაგალითებზე აღზარდონ თაობები და ასეთი მაგალითების სწავლით გაზარდონ ერი. ჩვენ არაფრის მოგონება არ გვჭირდება“, - განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

სოფიო ხორგუანი თავის ინიციატივაში, პრემიერს სთხოვს, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს თავისუფლებას და ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა