ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შერჩევით სამართალს აპროტესტებდა და პროკურატურის წინ თავის დაწვა ამის გამო სცადა

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შერჩევით სამართალს აპროტესტებდა, ამის გამო მან თვითმკვლელობა სცადა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იმ მოქალაქის ადვოკატმა განუცხადა, ვინც გენერალური პროკურატურის წინ თავის მოკვლა სცადა.

ალექსანდრე ზუბიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქურდობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული, რასაც ბრალდებული არ ეთანხმება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აპროტესტებდა შერჩევითი სამართლის არსებობას და აცხადებდა, რომ არასამართლიანად ექცევიან. ამასთან დაკავშირებით მან გამართა აქცია, რომელიც შემდგომ გადაიზარდა იმაში, რომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, გადაისხა ბენზინი და სცადა თავის დაწვა. სუიციდი გადავაფიქრებინეთ მე, მისმა ახლობლებმა და პროკურატურამ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ითხოვდა შეხვედრას პროკურატურის წარმომადგენლებთან, თუმცა არავინ ხვდებოდა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ გამოხატა ნება რომ შეხვდებიან, გაესაუბრებიან, მოისმენენ მის პოზიციას და შესაბამიად მიიღებენ კანონიერ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზუბიაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა