მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები საქართველოს ესტუმრებიან

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები საქართველოს ესტუმრებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა“ ასოციაციიდან აცნობეს.

„ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11-14 აპრილს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად“ დასახელებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და „Anaklia City“-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი საქართველოში World Economic Forum-ის „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებს“ უმასპინძლებენ.

4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები საქართველოში ბიზნეს გარემოს და ქართულ კულტურას გაეცნობიან. შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, გაიმართება პანელური დისკუსიები და ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრებიან.

Young Global Leaders- ი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია და დაფუძნდა 2004 წელს, რათა ეპასუხა მსოფლიო გამოწვევებისთვის.Young Global Leaders- ის წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ნომინაციის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები. თითოეული მათგანი დასახელებულია ნოვატორული საქმიანობისათვის, პრობლემების მიმართ არაორდინალური მიდგომისა და მათი უნარისათვის ააგონ ხიდები კულტურებს, ბიზნესებს, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ოთხდღიანი ღონისძიების თანასპონსორებს წარმოადგენენ "საქართველოს ბანკი", Galt and Taggart-ი, თანა-ინვესტირების ფონდი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება