თამარ ხულორდავა - აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვაზე „კანონს“ არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება არავითარი ლეგიტიმაციით არ სარგებლობს - შესაბამისად, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არანაირი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ “კანონს“ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვის შესახებ.

“თავისთავად ეს კარგი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამას არალეგიტიმური ხელისუფლება იღებს, მთლიანად უკარგავს მას შინაარსს. სამწუხაროდ, ჩვენ ამ გადაწყვეტილების არმიღებისათვის ვერაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ფლობენ საკუთრებას, ქონებას და სამწუხაროდ, დღესაც, სრულიად არაკანონიერად არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი უფლებებით ისარგებლონ. ეს დღესაც ასეა და ამის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტერიტორიული პრობლემები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სამშვიდობო პოლიტიკით მოვაგვაროთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო