მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე - მსურს, 20 წლის შემდეგ გავიმეორო ზურაბ ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი

20 წლის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. 20 წლის შემდეგ მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ საქართველო წელს ჩაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას.

„20 წლის წინ - 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ აქ ამ შესანიშნავ ქალაქში - სტრასბურგში, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს - 20 წლის შემდეგ - მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ, ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს „ჩირაღდანი“ და მომდევნო თაობებს გადავცეთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს