პრემიერი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან მინდა ვუთხრა ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართავს. ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის იმედი აქვს. ამასთან, მამუკა ბახტაძის თქმით, ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

„კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. დღეს ამ სცენიდან მინდა ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს - ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა! ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება - თქვენთან ერთად მოიაზრება - მშვიდობითა და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს