მამუკა ბახტაძე - ვამაყობთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი - ახალი თავი იწერება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში

ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო 2024 წლიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია.

„ჩვენი მთავრობა პირველია მსოფლიოში, რომელმაც ერთპარტიულ დომინანტობაზე უარი განაცხადა. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გულისხმობს 2024 წლიდან სრულად და სუფთად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მანამდე საქართველო მნიშვნელოვან გარდაქმნის პროცესს გადის. ყოველივე ეს უკეთეს პოლიტიკურ ბალანსს შექმნის, მცირე პარტიებს პარლამენტში მოხვედრის უკეთეს შანსებს მისცემს. პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებით, მთავრობას მეტი კონსენსუსი დასჭირდება პოლიტიკის შემუშავებისას. ეს ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და ამ კურსიდან არასოდეს გადავუხვევთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოში პირველად მოხდა ქალი პრეზიდენტის არჩევა.

„ვამაყობთ, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი. ეს არის უდიდესი მიღწევა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ახალი თავი იწერება ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში,“ - აღნიშნა მან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს