პრემიერი - მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული

მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა განათლების რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განათლების სექტორის რეფორმისთვის მთავრობა აპირებს მთლიანი შიდა პროდუქტის მეტი წილის გამოყოფას.

„ხშირად ვამბობ, რომ ორი ძირითადი გამოწვევა გვაქვს საქართველოში: ოკუპაცია და სიღარიბე. ეს გახდა ჩემი სახელმძღვანელო პრინციპი და საფუძველი საქართველოში მთავრობის მიერ განხორციელებული ყველა რეფორმისა და ინიციატივისთვის. ერთ-ერთი რეფორმა მათ შორის ნამდვილად რევოლუციური ან კარდინალურია. ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლება რეალურ სისუსტეს წარმოადგენდა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ჩამორჩებოდა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. განათლების სექტორის რეფორმისთვის ვაპირებთ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მეტი წილის გამოყოფას. ეს ინიციატივა წელს იწყება და მშპ წილობრივად 6 პროცენტამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედს წარმოადგენს. ეს ვალდებულება კანონმდებლობით განისაზღვრება, რათა ყველა შემდგომმა მთავრობამ კაპიტალდაბანდება მოახდინოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაში, იმ ხალხის განვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ავითარებს და რომელმაც ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთა და გვაძლიერებს ევროპული მისწრაფებების მიღწევაში. ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ის გამოსავალი, რაც არსებული გამოწვევების მოგვარებას განაპირობებს. მხოლოდ განათლებული პროფესიონალები შეძლებენ ჩვენი ქვეყნის გაზრდას იმ სიმაღლეებამდე, რაც მომავალი თაობებისთვის გვაქვს დასახული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო