მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოების დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე გაამახვილა ყურადღება და ამისთვის ევროსაბჭოს მადლობა გადაუხადა.

„მსურს ევროსაბჭოს მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე აპელირებისათვის და პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ საკითხზე მინისტრთა კომიტეტის წლიური გადაწყვეტილებისთვის და გენერალური მდივნის კონსოლიდებული ანგარიშებისთვის. დიდად ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობას და კოორდინაციას, განსაკუთრებით რწმენის განმტკიცებისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ თემებს შორის ხიდების აგების მიმართებით, ხალხთა შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის იმის გაცხადებით, რომ ერთი ქვეყანა ვართ, ერთი სუვერენული და ევროპული ერი! მომდევნო წლის გაზაფხულზე „თბილისის მშვიდობის ფორუმს“ ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ მთელი რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობაში“, - აღნიშნა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა