მამუკა ბახტაძე - ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია

ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

„საქართველომ უშველებელი წინსვლა იქონია კორუფციასთან ბრძოლის საქმეში და მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა უზრუნველყო. 90-იან წლებში საქართველო ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის მოიაზრებოდა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენთან კორუფციის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებია. „ღია ბიუჯეტის ინდექსით“ საქართველო მე-5 ადგილზეა - შვეიცარიისა და ნორვეგიის მერე. საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ამაყი წევრი და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყანაა. ეს არის უმთავრესი საერთაშორისო პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურ გახსნილობას, გამჭვირვალებას და ანგარიშვალდებულებას,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე ისაუბრა, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პენიტენციურ სისტემებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ.

„ჩვენს მთავრობას მემკვიდრეობად ერგო რეპრესიული პენიტენციური მანქანის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემატიური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემა არ მუშაობდა ჯეროვნად და გადამწყვეტ ზომებს საჭიროებდა. განხორციელებული რეფორმებით პენიტენციურ დაწესებულებებში კარდინალურად შეიცვალა მდგომარეობა.

საქართველომ ასევე შეცვალა დამოკიდებულება პოლიტიკური თავისუფლების, გამოხატვისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებების მიმართ. მათი დარღვევა ადრე ხდებოდა, ახლა კი სრული პატივისცემის პირობებში წარმოჩინდება. საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია და ინტერნეტი გააჩნია. გამოხატვის თავისუფლებას ჩვენთან სრულ პატივს სცემენ.

მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დაშლის სავალალო პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა და ახლანდელი მთავრობა სრულ პატივს სცემს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს