ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ე.წ. პარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვაზე „კანონს“ ლეგალური საფუძველი ვერ ექნება

ეს განცხადება თუ ე.წ. გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ “კანონს“ საქართველოს მოქალაქეებისთვის მემკვიდრეობის მიღების აკრძალვის შესახებ.

„საუბედუროდ, უნდა გითხრათ, რომ ეს არაა გასაკვირი. უამრავი ადამიანის უფლებებია შელახული, საკუთრების უფლება დარღვეულია იქიდან გამომდინარე, რომ 300 ათას ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვს. გალში მცხოვრებ მოსახლეობას დე-ფაქტო უფლებები აყრილი აქვს. ამიტომ, ეს განცხადება თუ ე.წ. გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ ამ ჯაჭვის, საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებად.

საკუთრების უფლება საერთაშორისო სამართლით დამაგრებულია. თქვენ იცით, რომ საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ნებისმიერი გარიგება საკუთრებაზე ბათილია და ეს ძალიან პრინციპული მუხლია. ვერანაირ გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა მიიღოს ე.წ. პარლამენტმა ამ, ან ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ლეგალური საფუძველი ვერ ექნება და ვერ იქნება სამართლებრივი. არც მომავალში იქნება ასეთად განხილული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა