მამუკა ბახტაძე - მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება ეროვნულ დონეზე - 2011 წელს ევროპის სასამართლოს 395 პირმა მიმართა, ხოლო 2018 წელს ამის მეოთხედმა

მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა ეროვნულ დონეზე, თან ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების აუცილებლობის გარეშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სასამართლო სისტემაზე საუბრისას, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელების რაოდენობა შემცირებულია, ამასთან, მისი თქმით, გაიზარდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა.

„სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მუშაობის სფეროში. მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, რაც ყველაზე კარგად აქ, სტრასბურგში იზომება და ფასდება. ფაქტობრივად, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის იმ ნაკლოვანებებისა და გაუმჯობესებების საუკეთესო მაჩვენებელი, რაც ადამიანის უფლებების სფეროში გვაქვს. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და მიღწევა ეროვნულ დონეზე, თან ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქმის გასაჩივრების აუცილებლობის გარეშე. ეს დასტურდება საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელების მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობით. ასე მაგალითად, 2011 წელს ევროპის სასამართლოს 395 პირმა მიმართა, ხოლო 2018 წელს მხოლოდ ამის მეოთხედმა.

აღსრულების კუთხით, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუცია ჯამში გაიცა საქართველოდან შესულ 76 საქმეზე. მათი 80 პროცენტი 2013 წლამდე დასრულდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა ქმედითად აღასრულებს ევროპის სასამართლოს განჩინებებს.

2013 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი საერთო სასამართლოებიდან მიმართვიანობა 5-ზე მეტად გაიზარდა. ადრე რეალურად 0 იყო,” - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს