გიგი წერეთელი - ეუთო-ს რეზოლუციაში ირაკლი კვარაცხელიას საქმის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის საკითხი უნდა აისახოს

დანიის დედაქალაქში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ბიუროს წევრების გარდა სხდომის მუშაობაში მონაწილეობა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგემმა და ალბანეთის პრეზიდენტმა, ირილ მეტამ მიიღეს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წინაშე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების და იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებ ასამბლეის რეზოლუციაში ასახვის საკითხი დააყენა.

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, მისი დამოუკიდებლობის დაცვას წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ეწირება. თქვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ და ჩვენი მოთხოვნაა ადექვატური პასუხი მოეთხოვოს დამნაშავეებს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაული - 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობა მოხდა, რაც დღემდე გამოუძიებელია. აუცილებელია ეს ფაქტი აისახოს ასამბლეის რეზოლუციაში და მკაფიოდ აღინიშნოს, რომ ყველა დამნაშავემ მკაცრად უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს სხდომაზე ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„სახელმწიფოებთან და მთავრობებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ. ეს ეხება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას, სხვა კონფლიქტურ რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობას და სხვადასხვა ნაკლებად წარმომადგენლობითი ჯგუფების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გაზრდას“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

,,ბიუროს სხდომაზე სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების განხილვასთან ერთად, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ეუთოს რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხებზე რეზოლუციების პროექტები წარმოადგინეს, რომლის დამტკიცებაც ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მოხდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს