მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო დემოკრატია საუკეთესო მოდელია საქართველოსთვის, რათა საქართველო ძლიერი ევროპული ქვეყანა გახდეს

საპარლამენტო დემოკრატია საუკეთესო მოდელია საქართველოსთვის, რათა საქართველო ძლიერი ევროპული ქვეყანა გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დებატებისას განაცხადა.

„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიულ ეტაპს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ საპარლამენტო დემოკრატიაზე გადავედით. პარლამენტის როლი არასოდეს ყოფილა ასე ძლიერი. მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო დემოკრატია საუკეთესო მოდელია საქართველოსთვის, რათა საქართველო ძლიერი ევროპული ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია“.

„ჩვენ ერთად ისტორიული პროექტები განვახორციელეთ. ჩვენ შეგვიძლია უფრო უზრუნველვყოთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება“, - დასძინა საქართველოს პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო