მამუკა მდინარაძე - ლანძღვა არგუმენტების ნაცვლად - ეს არის ჩვენი ოპოზიციის რეალური გეგმაც და სლოგანიც

„ლანძღვა არგუმენტების ნაცვლად - ეს არის ჩვენი ოპოზიციის რეალური გეგმაც და სლოგანიც“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდგომ ოპოზიცია რეალობის გადაფარვას ლანძღვითა და შეურაცხყოფით ცდილობს.

„იმის ნაცვლად, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მოყვნილი სხვადასხვა საკითხები არგუმენტებით გააკრიტიკონ, ვხედავთ მათ საერთო ტრენდს - ეს არის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ამით ცდილობენ გადაფარონ რეალობა და შესაბამისი არგუმენტები.

ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა და შეიმუშავეს საერთო მესიჯბოქსი, სადაც არ გამოკვეთილა არც ერთი რეალური არგუმენტი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუში მოყვანილი საკითხების საწინააღმდეგოდ.

როდესაც ადამიანი ლაპარაკობს სიმართლეს, აქვს სწორი ხედვა, როგორც წარმატებასთან, ასევე გამოწვევებთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ანგრევს ოპოზიციის საერთო პროპაგანდის მთავარ მიზნებს და ამიტომ მათი დღევანდელი ისტერიკაც აბსოლუტურად ლოგიკურია და პროგნოზირებადიც იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო