არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება

ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა კითხვას, მათ შორის კითხვას ანაკლიის პროექტის გარშემო, პასუხი გასცა.

„აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას”,-აცხადებს თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საზოგადოების გაერთიანებასა და 9 აპრილთან დაკავშირებითაც ისაუბრა, ასევე გამოეხმაურა გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში სტუმრობას და აღნიშნა, რომ მისი აქტივობა საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება.

„ვიღაცამ თქვა არჩევნებს უკავშირდებაო, არადა, არჩევნები წელიწადნახევრის შემდეგ არის. სამეგრელოში ჩასვლაც და საზოგადო საქმის მხარდაჭერაც არჩევნებს დაუკავშირეს, თუმცა მანამდე სამმა არჩევნებმა ჩაიარა და თუ არჩევნებს უკავშირდება ეს საკითხები, ისაუბრეთ თქვენც ბატონებო ამ თემებზე, ვინ აგიკრძალათ?!”,- მიმართა თალაკვაძემ ოპონენტებს.

არჩილ თალაკვაძემ სასამართლოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეების სასარგებლოდ მკვეთრად გაზრდილია. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირებულია სტრასბურგის სასამართლოში კომუნიცირებული საჩივრები.

„ამ დროს, უკანონო ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანაში 7 წელზე მეტია მშვიდობაა, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ევროკავშირთან პროგრესი გვაქვს, აშშ-სთან მტკიცე მეგობრობა, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ჯანდაცვა ბევრად ხელმისაწვდომი, ტურიზმი 3-ჯერ გაზრდილი, განათლებაში კი უპრეცედენტო ინვესტიცია კეთდება. მეტი გვჭირდება? დიახ, გვჭირდება და აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს