მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პარიკ ფრანზენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვეიცარიას შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და შვეიცარიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების, ეკონომიკის და განათლების კუთხით, შვეიცარიის მხარის მიერ რამდენიმე პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიელ დიპლომატს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართ შვეიცარიის მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი როგორც ფეხბურთელის მოღვაწეობის გარკვეული წლები შვეიცარიას უკავშირდება და სპორტის განვითარების კუთხით, აღნიშნული ქვეყნის მოდელი მისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების და მწვრთნელების გადამზადების პროგრამა, ქართული სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პატრიკ ფრანზენი კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას მიესალმა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებებზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ამ კუთხით შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია და მისი ქართულ პოტენციალზე მორგება ამ მიმართულებას მნიშვნელოვნად განავითარებს.

მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან ახალგაზრდის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზეც ისაუბრა და დიპლომატს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის საქმეების მიმართ არსებული ინიციატივები გააცნო. აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პროფესიული განათლების და შემდგომ მათი დასაქმების მიზნით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება და ამ კუთხით შვეიცარიის მხარის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებზე შეთანხმდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო