ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში ერიკ ტრინს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალქო უფლებების ოფისის სპეციალურ წარმომადგენელთან რელიგიური დისკრიმინაციის საკითხებზე - ერიკ ტრინთან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, კერძოდ 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები, რელიგიური ორგანიზაცების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმები.

„სააგენტოს თავმჯდომარემ ერიკ ტრინს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპრებულ რეგიონებში რელიგიური დისკრიმინაციისა და იქ არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ, მიაწოდა ვიდეო მასალა სადაც ასახულია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მართლმადიდებლური ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა, ასევე საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული ფოტო ალბომი - „რელიგიები საქათველოში“ და რელიგიი საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2017-18წწ. ანგარიში.

ერიკ ტრინმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვისა და ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციის ფაქტების გამო, მან დაგმო ქართული მართლმადიდებლური საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში კულტურული იდენტობის მოშლის ვანდალური აქტები. იუსტიციის დეპარტამენტის მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა ამ მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს ერიკ ტრინმა გამოთქვა სურვილი საქრთველოში ვიზიტისა და ქართული რელიგიური პოლიტიკის გაცნობის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავების შესახებ, როგორც ლოკალურ ასევე რეგიონალურ დონეებზე,“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო