არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საინტერესო გამოსვლა იყო და პრემიერმა კითხვებს მშვიდად და საქმიანად უპასუხა

ვთვლი, რომ იყო ძალიან საინტერესო გამოსვლა და კითხვებს, რომელიც გამოსვლის შემდეგ დაისვა პრემიერ-მინისტრმა მშვიდად და ძალიან საქმიანად უპასუხა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. თალაკვაძის თქმით, მოულოდნელი არ იყო ის საკითხები, რომელზეც საუბარი შედგა მოხსენების დასრულების შემდეგ.

„პრემიერ-მინისტრმა შეაჯამა ის პროგრესი, რაც საქართველოს ევროპის საბჭოსთან ერთად აქვს ამ 20 წლის განავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი და ასევე ისაუბრა მომავლის ხედვაზე, იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც საქართველომ ევროპის საბჭოსთან ერთად და მისი მხარდაჭერით უნდა განახორციელოს. მე ვთვლი, რომ იყო ძალიან საინტერესო გამოსვლა და კითხვებს, რომელიც გამოსვლის შემდეგ დაისვა პრემიერ-მინისტრმა მშვიდად და ძალიან საქმიანად უპასუხა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება არჩევნების საკითხს, რაზეც ასევე შედგა დისკუსია პრემიერის გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებში შედის, რომ საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

„ჩვენ უკვე შევხდით დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში და გამოვხატეთ ღიად მზადყოფნა, რომ სადამკვირვებლო მისიის და ეუთო-ს რეკომენდაციები განვიხილოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საარჩევნო გარემო და კანონმდებლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, ვინაიდან ცვლილებები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ კონსტიტუციაში ამ სულისკვეთებას ითვალისწინებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება ჭარბვალიანობის პროგრამაზე გაკეთებულ განმარტებას, უმრავლესობის ლიდერის თქმით, მამუკა ბახტაძემ ის არგუმენტები მოიყვანა, თუ რატომ არის შეუძლებელი ტოლობის დასმა ვალების გასტუმრების პროგრამასა და არჩევნებს შორის.

„პრემიერმა ამომწურავად განმარტა, რომ ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, მისი ფინანსთა მინისტრობის პერიოდში იყო დაყენებული და ასევე განმარტა ქრონოლოგია და ის ძირითადი არგუმენტები, რისთვისაც ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ. ამის შედეგი არის ის, რომ 600 ათასი ადამიანი დაუბრუნდა ნორმალურ, ეკონომიკურ პროცესს და ეს იყო აქ ყველაზე მთავარი. ბუნებრივია, ამ პროგრამის დაწყება ქრონოლოგიურად არჩევნებთან არ არის პირდაპირ კავშირში. აქ ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია და სწორედ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პასუხიც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს