გია ვოლსკი - ივანიშვილმა არასდროს იცის სიმართლეზე გვერდის ახვევა, შელამაზება, პოპულიზმს არასდროს მისდევს

ივანიშვილმა არასდროს იცის სიმართლეზე თვალის დახუჭვა, შელამაზება, პოპულიზმს არასდროს მისდევს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკემა, გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ივანიშვილი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით იმის გამოა დაკავებული, რომ ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც დაღი დააჩინა არამარტო ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჯანმრთელობასა და წართმეულ სიცოცხლეებს, არამედ საქართველოს სტაბილურობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

„საქართველოს სტაბილურობა დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ, განსაკუთრებით, იმ ომის შემდეგ, რომელშიც სააკაშვილმა ძალიან საეჭვოდ ბევრი შეცდომა დაუშვა, თუ ამას შეცდომები ჰქვია. რასაკვირველია, პოლიტიკურ ოპონენტებთან აზრთა სხვადასხვაობის გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ეს არ იყო უბრალო პოლიტიკური ინტერვიუ, ეს იყო ვითარების აღწერა და იმ პერსპექტივიდან დანახვა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააჩნია. მგონია, რომ პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმა, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა და გუნდის ყოფილმა წევრებმა აირჩიეს, მოულოდნელი არ ყოფილა. მთავარი, რასაც ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, ეს არის ხალხისთვის მოცემულობის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდება. მივესალმები იმას, რომ ივანიშვილმა არასდროს იცის სიმართლეზე თვალის დახუჭვა, შელამაზება, პოპულიზმს არასდროს მისდევს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ წევრმა კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის მიერ მთაწმინდის ოლქის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებზე წარდგენილ კანდიდატ შალვა შავგულიძესთან დაკავშირებითაც.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ყოფნა არის შემარცხვენელი და აღარ მინდა, კიდევ უფრო მძიმე შედარებები გამოვიყენო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი შეეხო რომან კაკულიას განცხადებასაც, რომლის თანახმად დღევანდელი მოცემულობა თუ არ შეიცვალა, გუნდში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

„გარკვეული ინტერპრეტაცია გაკეთდა რომან კაკულიას განცხადებაზე. რასაკვირველია, შეცდომებთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს მყარი პოზიცია. პირველი, რითიც უნდა დაიწყო, ეს არის არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი. სიტუაციის წარმოჩენა, თითქოს ყველა ყველაფრით კმაყოფილია, არის პოლიტიკური, პიარული ფანდიც, რომელსაც ჩვენი ოპონენტები მიჰყებიან. რომანს აქვს საკუთარი პოზიციები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად, კომუნიკაციის თემაზე აქვს შენიშვნები. მე არ მგონია, რომ ეს ხელს შეგვიშლის და არ მაქვს მოლოდინი, რომ რომან კაკულია თავისი ინტელექტუალური რესურსით არასწორ დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა