პროკურატურა - ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ადვოკატთან კომუნიკაციის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს

ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატთან კომუნიკაციის შემდეგ, პროკურატურის წარმომადგენლებმა არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

„საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა, მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან ერთად, ბრალდებულ ლევან ჯიქურს განუცხადა, რომ პროკურატურა დამატებით შეისწავლის სისხლის სამართლის საქმეს და დღეს მოწოდებულ ინფორმაციას, მიღებული გადაწყვეტილება კი მას გონივრულ ვადაში ეცნობება.

„წარსულში ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ყაჩაღობისთვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლებული ლევან ჯიქური ქურდობის ბრალდებით 2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს. მას ახალი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით. ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით.

დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა ამჟამად მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს მთავარ პროკურატურასთან ქურდობაში ბრალდებულმა ლევან ჯიქურმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პირის ადვოკატსა და პროკურატურის წარმომადგენელს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც ვითარება განიმუხტა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო