PACE-ს წევრი ფრანკ შვაბე მამუკა ბახტაძისგან კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდა

თქვენ ახსენეთ კორუფციასთან ბრძოლაში პროგრესი, თუმცა გასაკეთებელი კიდევ არის. Transparency International აცხადებს, რომ მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებენ არასამთავრობოებზე, რომლებიც კორუფციის საქმეებს იძიებენ. რას უპასუხებდით ამ ბრალდებებს? - ამ შეკითხვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ფრანკ შვაბემ საქართველოს პრემიერს, მამუკა ბახტაძეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართული დებატებისას მიმართა.

„თუ ყველაზე სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ რეიტინგებს ნახავთ, საქართველო წამყვანი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ჩვენ მოტივირებულნი ვართ ჩვენი წარმატება უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ჩვენ ასევე გვყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი მოტივაციაა მათთან ერთად მჭიდროთ ვიმუშავოთ. რეფორმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ევროპელი დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა