მაია ცქიტიშვილი - ჩვენი სურვილია ყველა მოსამართლე იყოს არჩეული გამჭვირვალე კრიტერიუმებით და მათ მიმართ საზოგადოებაში კითხვები არ არსებობდეს

მთავარია ვიცოდეთ სიმართლე, რითია ნაკარნახევი ამა თუ იმ პოლიტიკოსის გადაწყვეტილებები, ქმედებები ან შეფასებები, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას განუცხადა.

„ვწუხვარ, რომ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებზე მიწევს ამის თქმა, მაგრამ ბატონმა ბიძინამ მკაფიოდ და გასაგებად ახსნა, რომ სინამდვილეში, მათ ღია კარის მტვრევის გზით გადაწყვიტეს გუნდიდან გასვლა. ჩვენთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ამის რეალური მიზეზი არაა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები. ამ საკითხზე, რაც მათი თქმით ადარდებთ, მთელი ეს პერიოდი მიდიოდა კონსლუტაციები, ჩართული იყო ვენეციის კომისია და ყველაფერი მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს სურვილი და სულისკვეთება, ყველა მოსამართლე იყოს არჩეული ღია, გამჭვირვალე კრიტერიუმებით და მათ მიმართ საზოგადოებაში კითხვები არ არსებობდეს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ თემაზე, ყოფილი თანაგუნდელების განცხადებები უფრო პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია, ვიდრე სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებით რეალური დაინტერსება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა