აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილის მოსმენისას შიში მიპყრობს

ბიძინა ივანიშვილის მოსმენისას შიში მიპყრობს, რომ ქვეყანას მართავს ფსიქიურად და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი კაცი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს.

აკაკი ბობოხიძის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილთან გავავლებთ პარალელს, „ვნახავთ, რომ ნორმალური არც სააკაშვილი იყო“.

„სააკაშვილიც არ იყო ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანი, მას ჰქონდა შენების მანია და რა მანია აქვს ბიძინა ივანიშვილს, ვერ ვხვდები. მისი მანიაა, რომ სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს თავისი თავი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილი ალბათ პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილს ხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ აქვს პრობლემა ამ შენობასთან, ბობოხიძის თქმით, ამას ვერ ხვდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო