ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სარჩელის შეტანას სტრასბურგის  სასამართლოში გეგმავს

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა საქართველოს პროკურატურამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და მას რეალური შედეგის იმედი აღარ აქვს.

„4 თვე გავიდა იას გარდაცვალებიდან და არავითარ ქმედითი და კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს პროკურატურას არასამთავრობოების დასკვნებისა და სხვა გარემოებების მიუხედავად. ამიტომაც ვიწყებთ სარჩელის მომზადებას სტრასბურის სასამართლოში წარსადგენად და პარალელურად, ვიმუშავებთ სხვა მიმართულებებითაც. ამასთან, ძალაში რჩება ჩემი მოთხოვნა განათლების მინისტრისა და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომასთან დაკავშირებით“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს